პოლიტიკა

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.

პრეზიდენტმა აზერბაიჯანის მოსახლეობისთვის მიმართვაში განაცხადა ამის შესახებ.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს.

„რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც“, – განაცხადა ალიევმა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია