პოლიტიკა

სოფო ჯაფარიძე – რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია – უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი

რაც გუშინ ვიხილეთ, ხელისუფლების ბოლო ჟამია – უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, რაც გუშინ გლდანში მოხდა, ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზაა.

„ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა – დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსსა და რუსეთში დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებულ აზრს. მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად შეძლო და ქვეყანაში ქურდული სამყარო აღმოფხვრა, დღეს კი „ქართული ოცნების“ მხრიდან ისინი [„ქურდული სამყაროს“ წევრები] სრულად რეაბილიტირებულები არიან. გუშინდელი დღე ამის ამის ნათელი მაგალითია. ყველაზე ტრაგიკული კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსა და პოლიციას ამუშავებს სინქრონში ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. დღეს დაგვრჩენია მხოლოდ ერთი – უნდა შევცვალოთ ეს ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი. მათი შეცვლა შეგვიძლია პრინციპულობით, ერთობით და გამარჯვების რწმენით. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს. ვიდგეთ ერთ მუშტად შეკრულები და აუცილებლად ძალიან მალე დავამარცხებთ ყველა დონეზე დამპალ სისტემას“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

 

ასევე ნახეთ

სახალხო დამცველი – პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი -კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში

სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდოარასათანადო მოპყრობის ფაქტი, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია