პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს

სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებს – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, ფარცხალაძეზე მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ახლა მსჯელობა უნდა მიდიოდეს არა ფარცხალაძის მოქალაქეობაზე, არამედ ის უკვე დაკავებული უნდა იყოს.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გაგრძელებაა და მის გარეშე არ და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ამის ნათელი დასტურია. ფარცხალაძეს ზურაბიშვილი არ ართმევს მოქალაქეობას, რეალურად, მას ამით აქვს გარკვეული პრივილეგიები ევროკავშირის ქვეყნებში. სწორედ ამიტომაა, სავარაუდოდ, რომ ის უნარჩუნებს მოქალაქეობას, ეს აჩვენებს, რომ ზურაბიშვილი ჩართულია ივანიშვილის თამაშებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის საკითხიც ივანიშვილის მიერ მოგონილი თამაშია.

ხაბეიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფრაქცია იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს და სხდომაზე არ შევა.

„ჩვენ არ ვაპირებთ მოგონილ, რუსულ თამაშებში მონაწილეობის მიღებას, რომ თითქოსდა იმპიჩმენტს მოუწყობენ სალომე ზურაბიშვილს. ვწუხვარ, რომ ამაზე არ დამთავრდა სპეკულაციები, პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ და არ ვაპირებთ საერთოდ ამ სხდომაზე შესვლას. ალბათ, ეჭვიანი ადამიანები არიან (ვინც ამაზე საუბრობს), უნდათ რომ ეჭვი ჰქონდეთ და მერე აქტუალურები იყვნენ ამ თემით. ეს არის ივანიშვილის თამაში და ნუ შევდივართ ამ თემის განხილვაში, ეს არის მხოლოდ ივანიშვილის ინტერესი, რომ ამაზე ვისაუბროთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია