ტელეკომპანია “ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ – 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ – 22%; „საქართველოსთვის“ – 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ – 4%; „ლეიბორისტული პარტია“ – 4%; „ლელო“ – 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) – 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ – 3%; „მოქალაქეები“ – 2%; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%; სხვა – <1%. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.