პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტმა დაწერა.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, ხოლო მაია კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია