პოლიტიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი – ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით ისრაელი იწყებს ხანგრძლივ და რთულ ომს.

ომი გვაიძულა „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ, – განაცხადა მან.

ისრაელის პრემიერის თქმით, ისინი აღადგენენ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გაიმარჯვებენ.

მისი თქმით, პირველი ეტაპი რამდენიმე საათებში ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით დასრულდება.

„ ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.

როგორც მედია წერს, ისრაელის პოლიტიკურ-უსაფრთხოების კაბინეტი შაბათს შეიკრიბა, რათა „ჰამასის“ მოულოდნელ თავდასხმაზე ქვეყნის პასუხი განესაზღვრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერატიული გადაწყვეტილებების სერია, რაც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და პოლიტიკური შესაძლებლობების განადგურებას“.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმაც საპასუხოდ ღაზაზე საჰაერო დარტყმების ტალღა დაიწყო.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია