პოლიტიკა

ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა 123 000-ზე მეტმა პალესტინელმა

გაეროს გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დატოვა და იძულებით გადაადგილდა 123 000-ზე მეტი პალესტინელი.

ორგანიზაციის ცნობით, დაახლოებით 74 000 ადამიანი სკოლების შენობებს აფარებს თავს.

შეგახსენებთ, ისრაელმა “ჰამასის” მოულოდნელ თავდასხმას ღაზაში საჰაერო დარტყმებით უპასუხა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა.

ღაზას სექტორში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა მსოფლიოში.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია