პოლიტიკა

სტრასბურგში მიმავალი ევროპარლამენტარები დისნეილენდში აღმოჩნდნენ

ევროპარლამენტის ასობით წევრი ბრიუსელიდან სტრასბურგში მატარებლით მიდიოდა, თუმცა პარიზის დისნეილენდში აღმოჩნდა.

სპეციალურად დანიშნულ მატარებელს თვეში ერთხელ ევროპარლამენტარები ბრიუსელიდან სტრასბურგში მიჰყავს. ამჯერად, მგზავრობისას სიგნალის ხარვეზის გამო ევროპარლამენტები დისნეილენდში აღმოჩნდნენ.

“ჩვენ მიკი მაუსის პარლამენტი არ ვართ”, — ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იხუმრა.

ევროპარლამენტარმა ეს ფაქტი იუმორით მიიღეს, თუმცა ზოგიერთმა ყურადღება პარლამენტის ბრიუსელში არსებობის აუცილებლობაზეც გაამახვილა, რათა ყოველ ჯერზე სტრასბურგში მგზავრობა არ უწევდეთ.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია