პოლიტიკა

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება

“ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ: ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ის გმობს „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს და აღნიშნავს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს.

„ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს ოვალური კაბინეტიდან საჯაროდ სიტყვით მიმართა.

„ვიცი, რომ ეს კონფლიქტები შეიძლება შორს ჩანდეს და ბუნებრივია კითხვის დასმა, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ამერიკისთვის, ასე რომ, ნება მომეცით, გაგიზიაროთ, თუ რატომ არის ისრაელისა და უკრაინის წარმატება ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ტერორისტები არ იხდიან ფასს თავიანთი ტერორისთვის, როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს მათი აგრესიისთვის, ისინი იწვევენ მეტ ქაოსს, სიკვდილს და მეტ ნგრევას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, თუ შეერთებული შტატები ხელს არ შეუწყობს „პუტინის მადის შეჩერებას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებასთან დაკავშირებით“, ის არ შეჩერდება უკრაინაში შეჭრაზე და პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზეც გადავა.

„ჰამასთან“ კონფლიქტთან დაკავშირებით კი, ჯო ბაიდენის მტკიცებით, ისრაელის მხარდაჭერა შეერთებული შტატების მიზნის ნაწილია, რომელიც ახლო აღმოსავლეთისთვის უკეთესი მომავლის აშენებას ითვალისწინებს.

”ამერიკული ალიანსები არის ის, რაც ამერიკის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს სურთ მუშაობა. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ დავაყენოთ, უკრაინასთან დაშორებით, ისრაელისთვის ზურგის შექცევით- უბრალოდ არ ღირს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია