პოლიტიკა

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის, – აღნიშნულია შეხვედრის დასკვნით განცხადებაში.

„დადებითად შეაფასეს რა შეხვედრის შედეგები, მისმა მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მონაწილეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.

„აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე ნახეთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც …

ჩანთების ონლაინ მაღაზია