პოლიტიკა

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ევროკავშირის სამიტის დასკვნითი განცხადება

ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას – ნათქვამია ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში.

“ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას”, – წერია დასკვნით დოკუმენტში.

დეკლარაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვის იმ გამოწვევებთან გამკლავებაში მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად შეექმნა.

განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე.

„აგრესიის ომის წარმოების რუსეთის უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების გამკაცრების გზით, მათი სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციითა და მათი გვერდის ავლის აღკვეთით, განსაკუთრებით, მაღალი რისკის საქონლის, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია