პოლიტიკა

ტეილორ სვიფტი მილიარდელი გახდა

ტეილორ სვიფტმა  საკუთარი რეკორდების სიას ახალი შემატა. ერთ-ერთი გამორჩეულად ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, მისი ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg ასევე აღნიშნავს, რომ სვიფტი იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს.

ექსპერტები მას “ეკონომიკურ ფენომენსაც” უწოდებენ. ტეილორის The Eras Tour-მა, ამ ზაფხულს აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გამოიწვია; მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში კონცერტის ბილეთების გაყიდვებით შემოსულმა თანხამ $2,2 მილიარდს მიაღწია.

The Eras Tour-მა აშშ-ის უამრავი შტატი შემოიარა, ტურნეს მიხედვით გამოსულმა ფილმმა მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. წელს მან ორი ძველი ალბომიც ჩაწერა ხელახლა — Speak Now (Taylor’s Version) 7 ივლისს გამოვიდა, 1989 (Taylor’s Version) კი — 27 ოქტომბერს.

ტეილორ სვიფტი ასევე, პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელსაც თვეში Spotify-ზე 100 მილიონი მსმენელი ჰყავს.

 

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია