პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის.

ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს. ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს და უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია