პოლიტიკა

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

სამართლიანი მშვიდობის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დაშლა, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შავი ზღვრის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

“რუსეთმა შავი ზღვა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის გამოიყენა… ახლო აღმოსავლეთში ომისა და ქაოსის გასაჩაღებლად – კერძოდ, სირიაში… ყირიმის მიტაცებით დაიწყო ჰიბრიდული ომი უკრაინაში მთელი ევროპის წინააღმდეგ…

24 თებერვალს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით რუსეთმა ჩვენი რეგიონისა და შავი ზღვის იარაღად გარდაქმნა სცადა, და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. აგრესორს ჩვენი პორტების ბლოკადა და ჩვენი პორტებისა და საერქსპორტო ინფრასტრუქტურის გამიზნული განადგურება სჭირდებოდა, რათა სურსათის გლობალური ბაზარი გაენადგურებინა და ამით მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში ახალი ქაოტური აფეთქებები გამოეწვია…

და მადლობელი ვარ ყველა ლიდერის, სახელმწიფოსა და ხალხის, ვისი ქმედებები ეხმარება საერთაშორისო წესრიგის დაცვას და მსოფლიოსთვის მეტი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია მოაქვს. და მადლობას ვუხდი ჩვენს მეზობლებს რეგიონში – თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთსა და მოლდოვას – გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი მშვიბოდის აღდგენა და რუსეთის აგრესიული წარმომადგენლობის დემონტაჟი, განსაკუთრებით შავ ზღვაში, დაეხმარება საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და კავკასიაში ყველა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მეტ გარანტიას შექმნის,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში – არა და არასოდეს!

ავუხსენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ არავითარ შემთხვევაში, ჩემი ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია