მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.
ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულბით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388, N397 და მიკროავტობუსი: N540 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვენა მოხვევით მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N354 და მიკროავტობუსები: N466, N468 გმირთა მოედნიდან გააგრძელებენ მოძრაობას დადგენილი სქემით.
ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისათვის ავტობუსები: N351, N387 და მიკროავტობუსი: N512 მობრუნდებიან ჰ. ალიევის სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან.
ასევე, საბურთალოს მხრიდან ავტობუსები: N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები: N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები: N306, N331, N337, N378, და მიკროავტობუსი: N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ მ. კოსტავას ქუჩით ფილარმონიის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
საბურთალოს მხრიდან მომავალი ავტობუსები: N351, N385, ასევე მიკროავტობუსი: N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები: N307, N311, N354, მიკროავტობუსები: N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან გმირთა მოედნის პანდუსით ვარაზისხევის ქუჩაზე, რის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.
რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი: N540 გმირთა მოედანზე მოხვედრისას, გმირთა მოედნის პანდუსით მოხვდებიან ვარაზისხევის ქუჩაზე და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.