პოლიტიკა

დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან

დაჯგუფება „ჰამასის“ განცხადებით, ისრაელთან ზავის მიღწევასთან ახლოს არიან. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს განცხადებაში, რომელიც სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა.

ჰანიეს განცხადების მიხედვით, „ჰამასი“ ახლოს არის ისრაელთან შეთანხმების მიღწევასთან და მან კატარელ შუამავლებს პასუხი უკვე გადასცა.

„როიტერთან“ გაკეთებულ განცხადებაში შეთანხმების სხვა დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ „ალ ჯაზირასთან“ დაჯგუფების წარმომადგენლებმა  აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებები ეხება ზავის ხანგრძლივობას, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების ისრაელში მყოფ პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას.

გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ქალებისა და ბავშვების გაცვლა. მოლაპრაკებში შუამავალი კატარი შეთანხმების დეტალებს თავად გამოაცხადებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბის განაცხადების მიხედვით, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან  ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია