პოლიტიკა

დღეიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე ღაზას სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებში სარაკეტო განგაში ისმოდა, ხოლო ღაზას მასშტაბით ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ინტენსიური დაბომბვის შესახებ ცნობები ვრცელდებოდა.

მათივე თქმით, ზავის ამოქმედებამდე ისრაელის ჯარი “ჰამასის” წინააღმდეგ მაქსიმალური პროგრესის მიღწევას ცდილობდა.

კატარელი მედიატორების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ღაზაში 13 მძევალი უნდა გაათავისუფლონ, ამის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებიდან გაურკვეველი რაოდენობის პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოხდება.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში “ჰამასის” მიერ 50 მძევალი ქალისა და ბავშვის გათავისუფლება იგეგმება. ასევე, ისრაელმა 150 პალესტინელი პატიმარი – ძირითადად ქალები და არასრულწლოვნები უნდა გაათავისუფლოს.

ასევე ნახეთ

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია