პოლიტიკა

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები ქურდობის ბრალდებით დააკავეს. პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, 35, 36 და 43 წლის პირებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ცნობილია, რომ დაკავებულები მანქანების საბურავებს განზრახ აზიანებდნენ და ავტომობილებიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდათ.

ბრალდებულებს წაყენებული ბრალი პოლონეთის კანონმდებლობით 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის მოთხოვნით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

ასევე ნახეთ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ პოლიციამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია