პოლიტიკა

დავით კირკიტაძე – ქართულ ოცნებას მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა

ივანიშვილის პარტიას მიაჩნია, რომ “საარჩევნო კოდექსში” ჩარევით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ვერც ერთი მსგავსი ჩარევა ვერ მოუტანს მას წარმატებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია.

“ეს ზღუდავს ოპოზიციის ჩართულობას პროცესებში. ივანიშვილი პარტიას მიაჩნია, რომ ამით გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვერც ერთი მსგავსი ჩარევა “საარჩევნო კოდექსში” ვერ მოუტანს მას წარმატებას, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, რომ ივანიშვილის პარტიამ ვერ შეასრულა ვერც ერთი პირობა, ვერ ამოიყვანა ქვეყანა ეკონომიკური გაჭირვებიდან, ვერ შექმნა მაღალანაზღაურებადი სამუშაოები, ამიტომ მათ მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა,” – განაცხადა კირკიტაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია