არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მკაფიოდ, არანაირ გაერთიანებას არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან არ ვაპირებთ – გახარიას გუნდის წინააღმდეგ კამპანიაში „კოლექტიური ნაცები“ და „კოლექტიური ოცნება“ ერთად მოქმედებენ, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად.
გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” 2024 წლის არჩევნებზე გადის დამოუკიდებლად. ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საუბარი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, არის ტყუილი და “ოცნების” პროპაგანდის ნაწილი, რომლის მიზანიც ჩვენი დაზიანების მცდელობაა, ჩვენი დაზიანება კი თანაბრად შედის როგორც კოლექტიური “ოცნების”, ასევე კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ინტერესებში.
“ნაცმოძრაობასთან” (მათ შორის ნიკა გვარამია და ნიკა მელია) არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენს შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსა და მომავალთან მიმართებით.
ეს კამპანია გუშინ წამოიწყო ლევან ბეჟაშვილმა, გააგრძელა ნიკა გვარამიამ და “ოცნების” პროპაგანდამ.
ეს მავნე განცხადებები საეჭვოდ მოკლე დროში გარდაიქმნა პროდუქტად “ოცნების” პროპაგანდული მედიების ტყუილისთვის. ყველას, ვინც ამ ტყუილით და მავნე სპეკულაციებითაა დაკავებული, ვურჩევთ საკუთარ პარტიებს და პოლიტიკურ ცხოვრებას მიხედონ.
#ნუგვეტენებით
“კოლექტიური ნაცმოძრაობა” და “კოლექტიური ოცნება” ერთად ცდილობს ჩვენს დაზიანებას, რადგან კარგად იციან, ვის უჭირავს ხელში მათი დამარცხების გასაღები“,- აცხადებს დაუშვილი.