Breaking News

BBC – რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა

რუსეთი ჩინეთში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მაისში რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 55%-ით მეტია.

ჩინეთი ევროკავშირის შემდეგ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.

როგორც მედია წერს, ივნისის დასაწყისში ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, რაც მოიცავს უარის თქმას რუსულ ნავთობზე და ბუნებრივი აირის იმპორტის 2/3-ით შემცირებას, აიძულა რუსეთი, წიაღისეული დიდი ფასდაკლებით გაეყიდა, რამაც უბიძგა ჩინურ კომპანიებს, მეტი რუსული ნავთობი ეყიდათ.

Check Also

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია