ხაშურში კაცმა ბანკომატიდან 64 000 ლარზე მეტი მიითვისა .სასამართლომ მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ, ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა კაცმა სოფელ გომში, იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა საკუთარი კომპიუტერითა და ტელეფონით შეძლო. ბრალდებულის ადვოკატი დანაშაულის შემცირებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ განმარტა, რომ სასჯელი მინიმალურია, რადგან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
“2022 წლის 14 აპრილს, სოფელ გომში, მ.ე-მ, თავისთვის ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით, თან ნაქონი პორტატიული კომპიუტერით და მობილური ტელეფონით უნებართვოდ შეაღწია ხსენებულ სოფელში არსებულ სს “ბანკის” ბანკომატის კომპიუტერულ სისტემაში, მ.ე. დაეუფლა 64 450 ლარს. შეეცადა დაუფლებოდა აღნიშნულ ბანკომატში განთავსებულ 74 305 ლარს. დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, რადგან შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომელთა მიერ მიმალვის მცდელობისას დაკავებული იქნა მ. ე.” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.