კოლუმბიის დედაქალაქის, ბოგოტას ყოფილი მერი, მემარცხენე გუსტავო პეტრო კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.
მედიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში პეტრომ მემარჯვენე როდოლფო ერნანდესი დაამარცხა.
მონაცემების თანახმად, გუსტავო პეტრომ ხმების 50.5% მიიღო და კოლუმბიის პირველი მემარცხენე ლიდერი გახდა.