პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ

შედეგების მიუხედავად, ამ არჩევნებში გამარჯვებული ჩვენი დემოკრატია და ეროვნული ნებაა, – ასე გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს.

მისი თქმით, თურქმა ხალხმა საარჩევნო ყუთი პოლიტიკოსებისთვის თავისი გზავნილების გადასაცემად გამოიყენა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ პარტია ყოველთვის დემოკრატიისა და საარჩევნო ყუთის მხარესაა.

„დღეს ჩვენ ვმოქმედებთ იგივე პასუხისმგებლობის გრძნობით და არ ვაღიარებთ არანაირ ძალაუფლებას ერის ნებაზე მაღლა. ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი ერის გადაწყვეტილების მიმართ და არ ვიმოქმედებთ ეროვნული ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღიარა, რომ მისმა პარტიამ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რისი სურვილი და იმედიც ჰქონდა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია