პოლიტიკა

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

საქართველოს პარლამენტში დღევანდელი სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო.

პარლამენტის სესიაზე „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი სიტყვით გამოვიდა და „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

„იმ კანონის უკან შემოტრიალება ყველას შეურაცხყოფაა. ის კანონი არის რუსული“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მოუწოდა, არ გამოიყენონ ტერმინი – „რუსული კანონი“.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა, რომელსაც ახლა ეწევით. ანტიქართულ პროპაგანდას და ამ ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველას გავუთიშავ მიკროფონს, ვინც ტერმინ „რუსულ კანონს“ გამოიყენებს ისევ. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ. გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა.

ასევე ნახეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროპის საბჭოს მინისტერიალზე წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია