პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა, აღნიშნულ წერილში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განაცხადებით, მიმდინარე წლის 25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მსჯავრდებულ სააკაშვილის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.

„18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ევროპული სასამართლოს მიერ, იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომელშიც აღვნიშნავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა მკურნალობის მიზნით პოლონეთში, კერძოდ ვარშავის კლინიკაში გადაყვანაზე.

ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, გვაცნობონ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის აქტი“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია