პოლიტიკა

კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის,- განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე, სადაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე.

„იცით, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, ან პოლიტიკური შეხედულება, შესაძლებლობა, რომ გამოხატოს მოსაზრება ყველანაირი ფორმით, ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა პირდაპირ აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ასე შემდეგ. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გაცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს.

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ბევრი ადამიანი იყო, ვინც აპროტესტებდა მშვიდობიანი ფორმით, ეს მისაღებია, არავის აქვს ამის შეზღუდვის უფლება. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ იყო. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება. არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას. როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს რეაგირებას მოახდენს კანონის ფარგლებში“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია