პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი, ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ?!

წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?! – წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ხელისუფლება უმძიმეს დანაშაულს აწერს ხელს.

“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, ლეწავენ, ფსიქიკას უნადგურებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი, ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ?!

უმძიმეს დანაშაულს აწერთ ხელს, ერთმანეთს “ჩათებში” ამხნევებთ, სისულელეებს აჯერებთ და არ იაზრებთ იმ ადამიანურ, თუ სამართლებრივ ფასს, რომლის გადახდაც, აუცილებლად მოგიწევთ.

წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ. სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით.

  1. არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს-მ ხანძარის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია