პოლიტიკა

გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით, აღნიშნულია ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სადაც აღნიშნავენ, რომ გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ორივე ქვეყანა, საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერია. მათ აქტიურად დაუჭირეს კიდეც მხარი 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა ახლა:

„ღრმა სინანულს გამოვთქვამთ, რომ ვიღებთ ცნობებს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, რაც გულისხმობს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას“.

ევროპელი ლიდერების სიტყვებით, „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“, – განცხადებას ხელს აწერენ ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი.

ასევე ნახეთ

ნიღბიან სამართალდამცავებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ – გიორგი გახარია

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია