პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი მასზე თავდასხმაზე – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას – დაზარალებულად არ მცნობს, მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ბრალი არავისთვის წარუდგენია.

“ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან ჩემზე, როგორც პარლამენტის მოქმედ დეპუტატზე, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს, დღისით, მზისით ძალადობა მოაწყვეს ორგანიზებულად და ჯგუფურად პოლიციელებმა. მთელი ეს ძალადობა,

წაქცეულზე რომ მირტყამდნენ გაშმაგებით, ჩანდა კადრებში.

ეს დაწესებულება [სპეციალური საგამოძიებო სამსახური] სახელი კი აქვს რიხიანი, სინამდვილეში ეს არის სამარცხვინო ორგანიზაცია. ორი თვეა წელათრევით აწარმოებენ გამოძიებას.

გამოძიების არსი და შედეგი რა გვაქვს, რომ არავისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, არც ერთი პოლიციელისთვის. არადა სახეზე ჩანან პოლიციელები, ვინც მირტყამდნენ. დაკითხულებიც კი არ არიან, დაკავებული რომ არავინ არ არის, ფაქტია. უფრო მეტიც, ორი თვეა დაზარალებულად არ მცნობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. მეტი რაღა უნდა დავზარალებულიყავი? ნეკნი მომტეხეს, სახეზეც მეტყობოდა ნაცემი რომ ვიყავი. ასეთ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება და სამარცხვინო საგამოძიებო სტრუქტურები ჰყავს ქვეყანას.

დღევანდელი “ქართული ოცნება”, რომელიც კრიმინალურ ბანდად არის გადაქცეული, ეყრდნობა ორ რესურსს. ესენია, ეს ქეციანი “ზონდერები”, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში ხვდებიან და თავს ესხმიან, ასისხლიანებენ, უკვე ნიღაბსაც არ იკეთებენ და მეორე, მოძალადე პოლიციელები, რომლებსაც ხელი რომ ახლონ, ჩამოეშლებათ მთელი ეს ძალადობრივ-ბანდიტური სახელისუფლებო ვერტიკალი. ამიტომ არ იძიებენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია