პოლიტიკა

ვარკეთილში, ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

თბილისში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება უბნელებს შორის მოხდა. ნაცემი დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს, თუმცა მისი გარდარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია