პოლიტიკა

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ
დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან დასავლეთით 9 კმ.-ში სოფელ გამარჯვებასთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდას შეადგენდა.

დედოფლისწყაროს მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მიწისძვრის ბიძგების შემდეგ მერიაში შენობების დაზიანებაზე ან ნგრევაზე შეტყობინება ამ დროისთვის არ შესულა.

როგორც მერი აღნიშნავს, ამ ეტაპზე რეგიონში სიმშვიდეა.

ბიძგები თბილისის დროით დილით 08:08 საათზე და შემდეგ  12:08 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია