პოლიტიკა

წყალბურთელთა ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გახსნითი მატჩი ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 14:10 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა დეიან სტანოიევიჩის გუნდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. წინასწარ ფავორიტად მიჩნეულმა ქართველებმა ვერც პირველი მეოთხედის მოგება მოახერხეს და ვერც – მეორის. დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ – 5:5.

მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 6:3 მოიგო, ბოლო რაუნდში კი სამხრეთ ამერიკელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

მსოფლიო ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან გაყოფილნი. პლეი ოფში თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო გადის. ბრაზილიის დამარცხებით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველო: შუბლაძე (რაზმაძე), ადეიშვილი (1), დადვანი, შუშიაშვილი (2), ბითაძე (1), იელაჩა (2), ჯახაიასარიჩი (4), იმნაიშვილი, ვაპენსკი (4), ბარალდივასიჩი.

ასევე ნახეთ

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთა

ბრაზილიის პოლიციის  გაცხადებით, ლედი გაგას კონცერტზე დაგეგმილი აფეთქება აღკვეთეს. რიო დე ჟანეიროს მერიის ცნობით, კონცერტს 2.1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია