პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – Edison Research-ის კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის კვლევა შეაფასა, მისი თქმით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებზე მარცხდება და ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს

ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ბიძინა ივანიშვილმაშეცვალოს 26 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა, ეს არის ჩვენი ამოცანა. გვჯერა, რომ ერთიანობით, კონსოლიდაციითა და საერთო ძალისხმევით ჩვენ მოვიტანთ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია აუცილებლად ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადასარჩენად. ივანიშვილი ყოველთვის გათვლას აკეთებდა გარკვეულ სახელისუფლებო რესურსზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება, თუმცა მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ამ არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება აუცილებლად გაიმარჯვებს. ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი დღეს არის ქვეყნის საკეთილდღეოდ ცვლილებები და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთპ, Edison Research-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 17.3% „ნაციონალურ მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს“, 12.8% „ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს“, 11.2 % „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია