პოლიტიკა

მეწყერი ცაგერის მუნიციპალიტეტში

უხვა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუში.

ჩამოშლილმა მასამ პრობლემები შექმნა ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე და გადაკეტა მოძრაობა სოფელ ლაჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ დროისათვის გზა უკვე გახსნილია და კვლავ გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. უკვე შექმნილია სტიქიისგან მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.

ფოტო: IMEDI

ასევე ნახეთ

აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აქტივისტ თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი წარედგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია