პოლიტიკა

ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს

ისრაელი მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის წინადადებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, პოზიტიური იყო.

„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის ერთგულება მძევლების გათავისუფლების შესახებ აშშ-ის ამჟამინდელი წინადადების მიმართ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს ითვალისწინებს, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ ღამით, „ჰამასმა“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია