პოლიტიკა
Mandatory Credit: Photo by SERGEY KOZLOV/EPA-EFE/Shutterstock

ინტენსიური დაბომბვა ხარკივსა და დონეცკში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან ხარკივსა და დონეცკში ინტენსიური დაბომბვა მიდის. გენშტაბის თქმით, რუსეთს 3 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი და სასაზღვრო რაიონებში საჰაერო სადესანტო ნაწილები ჰყავს.უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ხარკივის მახლობლად, ჩრდილო-აღმოსავლეთით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. დონეცკის რეგიონში კი რუსული ძალები ქალაქ სლავიანსკზე შეტევისთვის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებდნენ.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ჩასივ იარზე დაბომბვისას 6 ბავშვი დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია