პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა – რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა – რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ოცნება“ ნიადაგს ამზადებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნების და არჩევნების შედეგების არაღიარებისთვის.

„დაწყებული აქვთ კომპლექსური პროცესი რომ:

დასავლეთს დააბრალონ დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა – რომ გადაფარონ რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში;

ძალადობრივ და უსამართლო წინასაარჩევნო გარემოში დამნაშავედ გამოაცხადონ დასავლეთი, დამკვირვებლები და ოპოზიცია – რომ გადაფარონ „ოცნების“ ბრალეულობა ძალადობრივი და უსამართლო გარემოს შექმნაში;

ამ მიზნით, პარტიას შეთავსებული აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს და ცესკოს ფუნქციები და ყოველკვირეულ რეჟიმში საზოგადოებას კვებავს ტყუილებით – ავრცელებს ინფორმაციას უცხოელების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და ოპოზიციის მხრიდან „დარღვევებზე“, რომელთა უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო კოდექსის დარღვევასთან.

ამ პროცესმა ძალიან ნათლად გამოკვეთა ანტიკორუფციული ბიუროს და ცესკოს, როგორც „ოცნების“ ინსტრუმენტების, როლი.

არჩევნებამდე დარჩენილ დროში ყველაფერს გავაკეთებ ამ მხრივ „ოცნების“ ტყუილების გამოსააშკარავებლად“, – წერს ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია