პოლიტიკა

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო – თავდასხმას 7 ადამიანის, მათ შორის საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

იაფაში ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ განცხადებას თავად ტერორისტული დაჯგუფება ავრცელებს.

მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, “ჰამასის” წევრები იყვნენ.

ცნობისთვის, ქალაქ იაფაში გუნშინდელ ტერორისტულ თავდასხმას 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან – საქართველოს მოქალაქე ილია ნოზაძე, ასევე, რევიტალ ბრონშტეინი, შაჰარ გოლდმანი, ინბარ სეგევ ვიგდერი, ნადია სოკოლენკო და იონას ქროსისი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია