პოლიტიკა

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ამასთან, შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელის სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.

ასევე ნახეთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” – ყველაფერი მიუთითებს გამოძიების და “შერატონის”კოორდინირებულ ქმედებებზე, რომლის მიზანია მტკიცებულებების განადგურება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, გიორგი გახარიაზე სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება პროკურატურას გადაეცა. მათივე ცნობით, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია