პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სუს-ის განცხადებაზე – პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სუსი-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა.

„პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები, თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ნიღბიან სამართალდამცავებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, სრული თავისუფლება და ინდულგენცია ჰქონდათ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომლებიც არაპროვოცირებულად იქცეოდნენ – გიორგი გახარია

როგორც ყოველთვის, ყველაფერი დაჰბრალდა და ცდილობენ დააბრალონ მშვიდობიან ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამდნენ თავის აზრს. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია