პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულასთან” ინტერვიუში.

პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს.

“ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლება. აურია და დაგვტოვა იზოლაციაში. ამიტომ, სიტყვა დალაგება არ იარსებებს, რადგან ასე არ ლაგდება. დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა.

ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ, ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში, ამ მთავრობის რიტორიკისა და გადაწყვეტილებების ფონზე არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია მას, დალაგდება და “რუსული კანონი” იქნება, “ოფშორების” კანონი იქნება, დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე დალაგდება? თუ ეს არის პერსონალური გარანტია იმიტომ, რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა, ქვეყანა არის, ეს სხვა საკითხია და დალაგება ახალი მთავრობის საქმე იქნება, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს (ამის პირობა მაქვს მიღებული), ყველა მზად არის და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოიხატოს თავისი ნება და დაუბრუნდეს პროდასავლურ და პროევროპულ პოლიტიკას. პრორუსული პოლიტიკის ფონზე არაფერი დალაგდება. ისეთი პროცესია დაწყებული, რომ ერთი სიტყვის გადაგდების ფონზე არაფერი დალაგდება.

მის გამოსვლაში მეორე აქცენტი იყო ვირტუალურ პოლიტიკაზე, რომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ვირტუალურ გარემოცვაში და რეალურად, მისი სიტყვა იყო ვირტუალური – ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების სტატისტიკაზე ისაუბრა. უმუშევრობამ იმის ფონზე იკლო, რომ ქვეყნიდან გავიდა უამრავი ადამიანი. ნურავინ დაიბრალებს, რომ დასაქმება გაიზარდა, რომ ეკონომიკა ყვავის. გაესაუბრონ ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში ან რაიონში და ჰკითხონ, როგორ აისახა პირადად მასზე ამ ეკონომიკის ბუმი. მეც ვხედავ, როგორ ფეშენებელურ სახლებს იშენებენ და ეს არ არის ჩვეულებრივი მოქალაქის ხელფასით აშენებული სახლები, ისინი შენდება სწორედ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ამერიკულ სანქციებსა და შვეიცარიულ ბანკში გაყინულ თანხებზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის კონსპირაციული აზროვნება მაშინ ჩანს კარგად, როდესაც თავის ფულსა და სანქციებზე საუბრობს.

“ეს არის კონსპირაციული თეორიების ფონი, რომელიც მოგვდის საბჭოთა პერიოდიდან და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ადვილად ასათვისებელია ეს კონსპირაციული თეორიები.

ძალიან კარგად ჩანს ეს კონსპირაციული აზროვნება, როდესაც ლაპარაკობს თავის ფულსა და სანქციებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მის ირგვლივ ვინც იყვნენ, ადვოკატები და ა.შ. ყველა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები, რომ ასეთი კონსპირაცია და სანქციები უსანქციოდ არ წესდება, თან ამერიკისგან შვეიცარიულ ბანკზე – ვის აქვს დღეს გავლენა, არ ვიცი. მოკლედ, ივანიშვილი ჩაჯდა ამ კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის და დღეს უცებ გამოდის ამ კონსპირაციიდან და თურმე არაფერი ყოფილა და ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს. იგივე არის “გლობალური ომის პარტია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია