პოლიტიკა

ტემპერატურის მატებამ პოლარული დათვები საფრთხის წინაშე დააყენა

არქტიკაში ტემპერატურის მატებასთან ერთად, პოლარული დათვები მრავალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, როგორიცაა: საკვები რესურსის ნაკლებობა, ჰაბიტუსის ცვლილება და ა.შ. ამ სიას ახალი პრობლემა მიემატა, რომელიც გულისხმობს ავადმყოფობას. ჩუქჩის ზღვის ტერიტორიაზე (ალასკასა და რუსეთს შორის) მობინადრე თეთრი დათვის სისხლის ანალიზებმა (2008-2017) აჩვენა ინფექციის უფრო მაღალი დონე ვიდრე 1987-1994 წლებში. ანალიზებმა აჩვენა: ტოქსოპლაზმოზისა და ნეოსპოროზის გამომწვევი პარაზიტები, ბაქტერიები და ვირუსები.

მეცნიერები ინფექციების ინტენსიურ ზრდას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ, განსაკუთრებით ზღვის ყინულის ლღობას, რაც პოლარულ დათვებს აიძულებს, რომ მეტი დრო გაატარონ ხმელეთზე რაც მათ ხმელეთის პათოგენებთან უფრო ხშირ “კონტაქტს” გულისხმობს. იმის და მიუხედავად, რომ პოლარული დათვები ზოგადად იმუნურები არიან დაავადებების წინააღმდეგ, ეს კონკრეტული კლიმატის ცვლილებები ძლიერ ზემომქედებს მათ ჯანმრთელობაზე.

ასევე ნახეთ

მეცნიერებმა 422 მილიონი წლის წინანდელი ცოცხალი ორგანიზმის უჯრედისგან თაგვი შექმნეს

მკვლევრებმა შექმნეს თაგვის ფუნქციური ღეროვანი უჯრედები ორგანიზმის 422 მილიონი წლის წინანდელი უჯრედისგან, რომლის ცოცხალ თაგვად …

ჩანთების ონლაინ მაღაზია