პოლიტიკა

თალიბანმა ავღანელი ქალებისთვის ერთმანეთის ხმის მოსმენა აკრძალა.

ორშაბათს, სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი შეზღუდვის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა ეკრძალებათ. თალიბანის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრი დეტალი კვლავ უცნობია, მაგრამ ფაქტობრივად ამ წესის მიხედვით, ავღანელ ქალებს ერთმანეთთან საუბარი ეკრძალებათ.

მინისტრმა განაცხადა: “მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და მას სხვა ქალი გვერდით ჩაუვლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს იმდენად ხმამაღალი, რომ ეს სხვებმა გაიგონ.”

თალიბანის მიერ აკრძალულია ტელევიზიაში ცოცხალი არსებების ჩვენება, ამიტომ მინისტრის განცხადება მხოლოდ ხმის ჩანაწერით გაჟღერდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია