პოლიტიკა

მარტა კოსი – საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველი წინაპირობაა თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით პროცესი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ, საქართველო ამ გზიდან გადავიდა. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით და შესაძლოა, ასევე მთავრობის ქმედებით, ისინი დაუბრუნდებიან ევროპულ გზას, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მისი მოსმენა გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად პირველი წინაპირობაა თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს.

„თუ ისინი გადაწყვეტენ, ევროპულ გზას დაუბრუნდნენ, მე ვიქნები პირველი, რომელიც გააგრძელებს ამ პროცესს, მაგრამ გარკვეული პირობები უნდა შესრულდეს. ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებების პროცესი, საქართველოს ევროპულ გზაზე ჩართვა კანონების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. ასე რომ პირველი წინაპირობაა, თავიდან მოიშორონ კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ღირებულებებს“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

ამასთან, მან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება იმას, როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას. ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება არის მთავრობის ერთგვარი დარაჯი, მეთვალყურე არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში, არამედ წევრ სახელმწიფოებშიც“, – აღნიშნა მარტა კოსმა

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია