უკრაინის უსაფრთოხების სამსახურმა (СБУ) გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები, რომლიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების “ელიტა” – დასავლეთის ოლქი. ეს დანაყოფი გაწვრთნილი იყო სპეციალურად ნატოს ძალებთან დასაპირისპირებლად.
“დასავლეთის ოლქი აღარ არის, რადგან მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც ომში არ წავიდა. მთელი ტექნიკა დაზიანებულია, მათი საბურავები დახვრეტილია, კოშკურა აღარ მუშაობს, მერე რაღაც სხვა არ მუშაობს… და ასე. არ არის საკმარისი მძღოლები და ქვეითების უზარმაზარი რაოდენობა გამოიყენება როგორც საზარბაზნე ხორცი”. – ამბობს რუსი ჯარისკაცი.