პოლიტიკა

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოლაპარაკებები ფლორიდის შტატში, ტრამპის რეზიდენციაში შედგა.

„მხარეებმა განიხილეს ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები“, – განაცხადა ნატო-ს პრესმდივანმა, ფარა დაჰლალამ.

ტრამპს ჯერჯერობით რუტესთან შეხვედრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე უნდა განეხილათ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და დასავლეთის თავდაცვის ხარჯების საკითხი. მანამდე „ვაშნგტონ პოსტმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანს განზრახული ჰქონდა დონალდ ტრამპთან რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის განხილვა.

„რუტეს გზავნილი იქნება, რომ ტრამპისა და ევროპის ინტერესებშია სამართლიანი და მყარი მშვიდობა, რომელიც არ წაახალისებს რუსულ აგრესიას და შეძლებს, უზრუნველყოს მყარი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გამოცემის ცნობით, ამ კვირაში მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრისას მოუწოდა ევროპელ ლიდერებს ითანამშრომლონ ტრამპთან.

„ნუ მოყვებით ჭორებს ტრამპზე. დაურეკეთ მას და მოიპოვეთ მისი მხარდაჭერა. დარწმუნდით, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

რუტემ ასევე მოუწოდა ევროპის ქვეყნებს მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის სამიზნე მაჩვენებელზე მეტი.

„ეს ომი თუ რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, ჩვენს საზღვართან გვეყოლება გათამამებული რუსეთი და პუტინის უკან დახევის ფასი იქნება არა მშპ-ს 3, არამედ 4 ან 5 პროცენტი“, – განაცხადა რუტემ.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია