პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

შეხვედრის სხვა დეტალები ცნობილი არაა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე მანადმე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.

„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, – დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია