პოლიტიკა

შვეიცარია მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის

შვეიცარია მზადაა ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – როგორც უკრაინული მედია ამბობს, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ს განუცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Le Temps-ი წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია