პოლიტიკა

შსს-მ პარტია „ლელოს” წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძისა და ამავე პარტიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამაზ მანდარიას მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

საბა ბუაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, მისი თქმით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მათთ თავს პროვოკატორები დაესხნენ.

როგორც ბუაძე აღნიშნავს, მას და რამაზ მანდარიას ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. ბუაძის ინფორმაციითვე, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს, რის გამოც დაზიანება აქვს. ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.

ასევე ნახეთ

სურსათის ეროვნული სააგენტო – დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები სტანდარტებთან შესაბამისია, უვნებელია და რაიმე რისკს არ შეიცავს

მინდა სრული პასუხისმგებლობით გაცნობოთ, დღეს დახლებზე განთავსებული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული რძე და რძის პროდუქტები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია